სიღარიბის გენდერული პერსპექტივა
- Public Opinion Research Center of Georgia
- Jan 27
- 2 min read
Updated: 12 hours ago

ჩვეულებრივ, სიღარიბის გაგება ფარდობითია და ის განისაზღვრება ინდივიდის პოზიციით, საზოგადოების სხვა წევრებთან შედარებით. მისი კონცეფცია იცვლება დროთა განმავლობაში, ქვეყნების მიხედვით.
გასულ საუკუნეში, ევროპაში, კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, სიღარიბის ახალი ხედვა განვითარდა: იგი უბრალოდ აღარ ესმით, როგორც გადარჩენის ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. არამედ, - უფრო რთული და მრავალგანზომილებიანი ფენომენი, რომელიც არაპროპორციულ გავლენას ახდენს სოციალურ ჯგუფებზე და მისი ახსნა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, შეუძლებელია, რადგან ვრცელდება სამოქალაქო, სოციალური და პოლიტიკური მონაწილეობის შესაძლებლობების ჩამორთმევაზე.
კვლევები სულ უფრო ავითარებენ აზრს, რომ სიღარიბე თავისთავად არის სტრუქტურული ძალადობის ფორმა, რომელიც ჩანერგილია უთანასწორო სოციალურ სტრუქტურებში. უთანასწორობა პერმორმანსირებულია როგორც რესურსების არათანაბარ განაწილებაში, ისე რესურსების განაწილებაზე გადაწყვეტილების
მიღების არათანაბარ წვდომაში.
სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის რისკები გაცილებით მაღალია ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, სხვა წევრებთან შედარებით. მაგალითად, ბულგარეთში, საბერძნეთსა და რუმინეთში, მოსახლეობის მესამედი ექვემდებარება სიღარიბის რისკს. თუმცა, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა, სიღარიბე განსაკუთრებით ემუქრება ქალებს, რომლებიც განიცდიან დაბალ აქტივობას და გენდერულ უთანასწორობას შრომის ბაზარზე.
დასაქმების საშუალო მაჩვენებლით, ქალები სისტემატურად ჩამორჩებიან კაცებს. ქალთა შრომა, უმეტესად,
არაფორმალური და უაღრესად არასტაბილურია. ქალები, საშუალოდ, ასრულებენ ორნახევარჯერ მეტ აუნაზღაურებელ საოჯახო და მოვლის სამუშაოებს, ვიდრე - კაცები.
ხშირად, საზოგადოებაში არსებული ნორმები უკარნახებს და აიძულებს მათ, იკისრონ ძირითადი პასუხისმგებლობები სახლის მართვაზე, ბავშვების, მოხუცებისა და ავადმყოფების მოვლაზე, რაც უმეტესად, შეუძლებელს ხდის, უსაფრთხო და შემოსავლიან პროფესიულ შრომაში ჩაბმას.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნაშრომში, „ქალები და სიღარიბე საქართველოში“, განაცხადებს, რომ საქართველოში ქალებსა და კაცებს, უმეტესად, სიღარიბეში ცხოვრების თანაბარი ალბათობა აქვთ. თუმცა, დოკუმენტი ემატება კვლევების მზარდ ნაწილს, რომელიც მიუთითებს, რომ ქალთა სიღარიბე გამოწვეულია არაპროპორციული ზრუნვის პოლიტიკით.
საქართველოში ქალები სამჯერ მეტ დროს ხარჯავენ საოჯახო შრომაზე, ვიდრე კაცები, რაც შრომის ბაზარზე მათი ჩართულობის შესაძლებლობებს ამცირებს.
2017 წელს, შრომის ბაზარზე, არააქტიური ქალები მნიშვნელოვნად აჭარბებდა არააქტიურ კაცებს (60,8 მილიონი ქალი 36,9 მილიონი კაცი). ამასთანავე, ქალები თითქმის ოთხჯერ უფრო ხშირად მუშაობენ ნახევარ
განაკვეთზე.
ქალთა სიღარიბის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელია დედობაც. რაც უფრო მეტი შვილი ჰყავს
წყვილებს, მით უფრო მაღალია ქალის დამოკიდებულება მამის შემოსავალზე და/ ან სოციალურ ტრანსფერებზე. მთლიანობაში, ქალები შეადგენენ ევროკავშირის მარტოხელა ოჯახების 85%-ს. ორჯერ მეტი შანსია, არ მუშაობდეს მარტოხელა დედა, ვიდრე მარტოხელა მამა.
წყარო
"ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამის შემუშავებისთვის". 2023. ავტორი: თამარ ლაფერაძე Tamari Laperadze. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო. (UN Women და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
ეყრდნობა:
Mooney, G. (2008), ‘Explaining poverty, social exclusion and inequality: towards a structural approach’, in Ridge, T. and Wright, S. (eds), Understanding inequality, poverty and wealth: Policies and prospects, Policy Press, Bristol.
Nolan, B., and Whelan, C. (2011). Poverty and deprivation in Europe, Oxford University Press, New York.
European Institute for Gender Equality. (2016) Poverty, gender and intersecting inequalities in the EU. Luxembourg: Publications Office of the European Union.
Galtung, J. (1969) ‘Violence, Peace, and Peace Research’, Journal of Peace Research, Vol. 6, No. 3, pp: 171
European Institute for Gender Equality (2020). Area A — Women and poverty: women at greater risk. Lithuania. Vilnius.
European Institute for Gender Equality. (2016) Poverty, gender and intersecting inequalities in the EU. Luxembourg: Publications Office of the European Union.
HUNT.A, SARWAR.M.B. (2017) Women's Economic Empowerment at International Level. European Union.
Sweden, Ministry for Foreign Affairs (2010), On equal footing: policy for gender equality and the rights and role of women in Sweden’s international development cooperation 2010–2015. MfA, Stockholm
გაეროს ქალთა ორგანიზაცია. (2018). „ქალები და სიღარიბე
საქართველოში“.



Comments